თათია ახალაიას წარმატებული დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე
- კულტურა
- 21.09.2017
- 10:44
ქართველმა მოდელმა, თათია ახალაიამ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის მოდის კვირეულზე (SPRING 2018 READY-TO-WEAR).
მან წარმატებით წარადგინა ისეთი ცნობილი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან ნარცისო როდრიგესი, ქეით სპედი(Kate Spade), ჯონათან სონდერსი
(Jonathan Saunders for DVF), გრეი ჯეისონ ვუ (Grey Jason Wu).
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ თათია გაემგზავრა მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ თათია ახალაია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200