png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემიერ-მინისტრმა ნათლად დაანახა საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რამდენს მიაღწია ქვეყანამ - ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 22.09.2017
  • 11:23
 პრემიერ-მინისტრმა ნათლად დაანახა საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რამდენს მიაღწია ქვეყანამ - ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაში საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო ფორმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე და ღირებული პარტნიორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებას უკვე სხვა ქვეყნებს უზიარებს.  

მისი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ნათლად დაანახა საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რამდენს მიაღწია ქვეყანამ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერო-ს ფარგლებში საქართველოს წარმატებულ როლზე. 

„ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე ინიციატივას ვუწევთ პრომოციას, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების 16-ე მიზნის განხორცილების პროცესი. საქართველო გახდა ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც  შესაძლებელი გახდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველომ განახორციელა ბოლო წლების განმალობაში. შესაბამისად საქართველო უკვე არის ღირებული პარტნიორი, რომელიც უზიარებს საკუთარ წარმატებას  და გამოცდილებას ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე შეფასებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში კარგად გამოიკვეთა თუ რა როლის აქვს საქართველოს რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაში, რასაც პირდაპირ უკავშირდება ყველა ის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და შესაბამისად რეგიონის წარმოჩენას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის კონტექსტში.

„საქართველომ შეძლო ჩვენი წარმატებული ნაბიჯებით მიგვეღწია კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის რეგიონის განვითარების კუთხით. ეს ცალსახად აღინიშნა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში. ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც  აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის და ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოში ამ კუთხით  ვითარდება  არის უმნიშვნელოვანესი რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, მათ შორის, როგორც  ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მნიშვნელობას, ასევე საქართველოს  მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროპულ და აზიურ ბაზრებთან. შესაბამისად ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ემსახურება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“- განაცხადა ჯანელიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა საერთაშორისო გამოწვევების, უსაფრთხოების და  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით პრემიერის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. 

მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაერო-ს ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები შერიგების პოლიტიკასთან და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და განვითარებას. 

„საკუთარ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკას და ასევე იმ რეზოლუციას, რომელიც ყოველწლიურად ექცევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ყურადღების ცენტრში. საქართველოს  საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა აქვს ამ მიმართულებით. 

საქართველოს მთავრობის და მის მიერ წარმოებული შერიგების პოლიტიკის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს  წლევანდელი დებატების ფარგლებში მრავალი ლიდერი გამოეხმაურა.  ინიციატივები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს შერიგების პოლიტიკის ფარგლებში მიმართულია თითოეული ადმიანის უფლებების დასაცავად, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენისკენ, რაც თავის მხრივ მოიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მეტ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესი და პრემიერის გამოსვლაში ცალსახად გაესვა ხაზი, რომ უნდა მოხდეს საქართველოს  ტერიტორიების დეოკუპაცია და შერიგების პოლიტიკით ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება“- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge