png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა

  • მსოფლიო
  • 22.09.2017
  • 11:31
მსოფლიოს უმდიდრესი ქალი ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა

პარიზში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ის დამფუძნებლის ქალიშვილი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი ლილიან ბეტანკური.

Forbes-ის მონაცემებით, ბეტანკური პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა შორის 39,5 მლრდ დოლარის შემოსავლით მე-14 ადგილს იკავებდა.

ლილიან ბეტანკური დაიბადა 1922 წელს პარიზში ეჟენ შიულეს ოჯახში, რომელმაც 1909 წელს კომპანია L'Oreal-ი დააფუძნა.

1957 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ლილიან ბეტანკურს მამის კოსმეტიკური კომპანია მემკვიდრეობით ერგო და L'Oreal-ის მთავრი აქციონერი გახდა.

ბეტანკური 2011 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად მას შემდეგ აღიარეს, რაც ექიმებმა მას ფსიქიკური აშლილობისა ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს. სასამართლომ კი ის ოჯახს მეურვეობის ქვეშ გადასცა.

თავად მილიარდერი ექიმებისა და სასამართლოს დასკვნებს არ ეთანხმებოდა და ქვეყნის დატოვებასაც კი აპირებდა, თუ კი მას ქალიშვილს ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსს მეურვეობის ქვეშ გადასცემდნენ, რადგან ქალიშვილთან მას კონფლიქტი ჰქონდა.

2012 წელს ლილიან ბეტანკური L'Oreal-ის დირექტორთა საბჭოდან გარიცხეს. მას შემდეგ ის საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.

2010 წელს ბეტანკური ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამო პოლიტიკური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

გამომძიებლების აზრით, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარკოზიმ ლილიან ბეტანკურისგან მოტყუების გზით თანხა მიიღო.

თავად სარკოზი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფდა. 2013 წელს სარკოზის წინააღმდეგ საქმე დაიხურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge