png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლეგენდარული პრიმადონა ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

  • კულტურა
  • 23.09.2017
  • 11:20
ლეგენდარული პრიმადონა ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრიმადონა.

სხვადასხვა დროს, ცისანა ტატიშვილი მღეროდა, მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიას, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბერლის (დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), მიუნჰენის, კიოლნის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის, ვენის, ბუსეტოს, საოპერო თეატრებში, გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე. ქართელ საოპერო დივას, ქართულ, იტალიურ და რუსულ ოპერებში, ევროპის პრესტიჟულ სცენებზე შესრულებული აქვს როგორც სოპრანოს, ისე მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები.

ლეგენდარულმა სოპრანომ, ტრიუმფალური გამოსვლებით, აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას. ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომე"-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.

ცისანა ტატიშვილს, 38- წლიანი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე, ბევრჯერ შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში დარჩენა, მაგრამ მან უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან წინადადებაზე და თავისი სამშობლოს, თბილისის ერთგული დარჩა... ქართველ სოპრანოს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.

ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა. შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ალბერტ შვაიცერის (გერმანია) საპატიო ორდენის და ოქროს მედლის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე.

ლეგენდარულ პრიმადონას, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge