ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნა
- კულტურა
- 23.09.2017
- 11:27
22 სექტემბერს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 4 ოქტომბერს დაიხურება.
გამოიფინა 30 მეთოჯინის 200-მდე ნამუშევარი (ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, მარიონეტები).
საქართველოში, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ტიპის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების შესრულებისას გამოიყენებოდა.
ოდითგანვე თოჯინა ქართული ბავშვის საყვარელი სათამაშო იყო, ამიტომ მას მოფერებით „დედოფალა" შეარქვეს.


ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200