ხანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს
- საზოგადოება
- 24.09.2017
- 12:10
ხანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს.
სოფელ მზეთამზის თავზე დილის 07:00 საათიდან სასაზღვრო პოლიციის, კერძო კომპანიისა და აზერბაიჯანელების ვერტმფრენი მუშაობს.
შუადღის 15:00 საათისთვის კი ადგილზე ელოდებიან თურქეთის ვერტმფრენს, რომელზეც მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა.
ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა ტერიტორიაზე დაკვამლიანება ისევ რჩება.