რუსთაველის გამზირზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს
- სამართალი
- 25.09.2017
- 10:27
გუშინ ღამით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რესტორან ”მარკო პოლოსთან” 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დანით ღამით დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200