სომხეთში რუსულს უცხო ენის სტატუსი მიენიჭა
- მსოფლიო
- 25.09.2017
- 16:12
სომხეთში რუსულს უცხო ენის სტატუსი მიენიჭა. ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ლევონ მკრტჩიანის თქმით, სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა სომხურია, ამიტომ ყველა დანარჩენი ენა უცხოურად არის მიჩნეული.
მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე უცხო ენებს - ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულს, რუსულიც მიემატება.
მე-10-12 კლასებში რუსული ენა შესაძლოა ისწავლებოდეს როგორც სავალდებულო კურსი, ან მისი სწავლა არჩევითი იყოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200