png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 25.09.2017
  • 17:18
 პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას - კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მთლიანადაა აცდენილი.

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

„რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არცერთ ამ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა. ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება. პრეზიდენტის არცერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვიწონა არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის-ეს პირდაპირ წერია ვენეციის კომისიის წინა დასკვნაში. უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიას არ აქვს, ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა. უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა და თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არცერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ვენეციის კომისია არ იზიარებს პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის შენიშვნებს  საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5 პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ვეტო იმ დოკუმენტის შესაბამისი იყოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 20 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge