„ბლოკი“ ბათუმში სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს
- ეკონომიკა
- 11.11.2015
- 15:02
კომპანია „ბლოკი“ ბათუმში სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. კომპანიამ 1 ლარად, სახელმწიფოსგან ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ. №34-ში მდებარე 5441.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა.
როგორც მთავრობის №2336 განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორი 2 წლის განმავლობაში, ვალდებულია გადაცემულ უძრავ ქონებაზე ცემენტის ან ანალოგიური მასალების დაარმატურებული ან დაუარმატურებელი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შექმნას.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, „ბლოკი“ პროექტს განხორციელებაში 1 მლნ 354 ათას 664 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საწარმომ წლის განმავლობაში 3 000 გრძ.მ ბორდიურის ბლოკი, 1 300 000 ცალი ბლოკი და 20 000 კვ.მ ფილების წარმოება უნდა უზრუნველყოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200