Samsung-მა Gear VR-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო
- ეკონომიკა
- 11.11.2015
- 19:26
კომპანია Samsung-მა 3D სათვალეებზე - Gear VR-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. სათვალე ნებისმიერ Galaxy-სმარტფონს უერთდება, რომელიც 2015 წელსაა გამოშვებული. სიახლის ყიდვა 99 დოლარადაა შესაძლებელი.
უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში Gear VR-ის შეძენა 20 ნოემბრიდან დაიწყება, თუმცა როდის იქნება სათვალე ხელმისაწვდომი სხვა დანარჩენი ბაზრებისთვის ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
Gear VR ეს Samsung-ის 3D სათვალეების მეორე თაობაა და ის წინამორბედზე 22 %-ით მსუბუქია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200