png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“ - გიორგი კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.11.2015
  • 15:53
„საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“ - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.  დოკუმენტში ასახულია  2011 წლიდან დღემდე  საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

მინისტრის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული, ევროპული ტიპი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

„გუშინდელმა განხილვამ, ნათლად წარმოაჩინა ის პროგრესი,  რასაც  საქართველომ  ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები; წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება; უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს განხილვა  ასევე უმნიშვნელოვანესი იყო  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებითაც. რადგან  გაეროს წევრი ქვეყნების  მხრიდან   ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში ამგვარი პროგრესის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას  ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს აფასებენ და ხედავენ ჩვენი პარტნიორები.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია მადლობას უხდის განხილვაში მონაწილე დელეგაციებს გამოთქმული შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის. განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ.

ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს განვითარების პროგრამას დაინტერესებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ  2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით და მოხარული ვართ, რომ ქვეყანამ ღირსეულად შეაბიჯა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი დონის გაერთიანებაში, სადაც ის გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დაცვას“ - განაცხადა მინისტრმა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge