png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ღრამვდება - თედო ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 27.09.2017
  • 15:36
ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ღრამვდება - თედო ჯაფარიძე

ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ღრამვდება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა. 

როგორც თედო ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუაცხადა, ანგელა მერკელმა და მისმა გუნდმა იცოდნენ დეტალურად საქართველოში და საქართველოს ირგვლივ არსებული პროცესების შესახებ. 

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ იმ დადებით მომენტებთან ერთად, რასაც საქართველო ახორციელებს და, რასაც ქვეყნის მოდერნიზება ჰქვია, აუცილებელია, ოკუპაციის პრობლემების გადაჭრაზეც ერთად ვიფიქროთ.

"შეხვედრის დაწყებისას ჩვენ მივულოცეთ ქალბატონ მერკელს არჩევნებში გამარჯვება. დავიწყეთ საუბარი ორმხრივი  ურთიერთობებით. ორივე  მხარემ დადებითად შეაფასა ურთიერთობათა დინამიკა. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანულ- ქართული ურთიერთობები ღრმავდება. იყო საუბარი ევროპისკენ საქართველოს სვლაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, რუსეთსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთთან აქვს. დაწვრილებით მოვუყევით, თუ რა ხდება ყოველდღიურად ოკუპაციის კუთხით - მავთულხლართები, გაყოფილი სოფლები.

ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქალბატონი მერკელი და მთელი მისი გუნდი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, იყო უაღრესად კარგად მომზადებული. მათ იცოდნენ დეტალურად საქართველოში და საქართველოს ირგვლივ არსებული პროცესები. განვიხილეთ ეკონომიკური პროექტები, აბრეშუმის გზა. საუბარი შეეხო ჩინეთის, უზბეკეთისა და გერმანიის დაინტერესებას, რომ საქართველოს მეშვეობით ეს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს",- განაცხადა თედო ჯაფარიძემ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge