png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ახალგაზრდა დედის ბრძოლა სიცოცხლისთვის - ანა კობაიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება

  • საზოგადოება
  • 28.09.2017
  • 10:39
ახალგაზრდა დედის ბრძოლა სიცოცხლისთვის - ანა კობაიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება

ანა კობაიძე ჩვენი კოლეგაა... ჟურნალისტის კარიერა 2002 წელს დაიწყო და დღეს საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტს" ხელმძღვანელობს. დაახლოებით ორი წლის წინ ანას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საკვერცხის უმწიფარი ტერატომის მესამე სტადია, ექიმთა ნაწილის აზრით, გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა (2%). ეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ უშედეგო წვალება იქნებოდა და სიკვდილს დააჩქარებდა...

ანამ გადაწყვიტა ებრძოლა. ამ დროს ის მარტო არ იყო. გვერდით ედგა ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, სრულიად უცნობი ადამიანები და კვალიფიციური ექიმები. ჩატარდა 8-საათიანი გადაუდებელი, საკმაოდ რთული ოპერცია, თუმცა დასაკარგიც არაფერი იყო... შემდეგ იყო ქიმიოთერაპიის 4 კურსი რომელიც, უმძიმესი გვერდითი მოვლენების გამო, ბევრჯერ ჩავარდა. ყოველ ეტაპზე თავს იჩენდა ახალი საფრთხე და დაბრკოლება. იყო იმედგაცრუებით გამოწვეული დანებების სურვილიც, თუმცა ანა თავს ამის უფლებას არ აძლევდა... და ბოლოს შედეგიც დადგა, 2016 წლის მაისში მან სიმსივნე დაამარცხა. დაიწყო მონიტორინგისა და რეაბილიტაციის ეტაპი. ჩატარდა კიდევ 2 ქირურგიული ოპერაცია. თითქოს ყველაფერმა ჩაიარა. ანა, ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი საკონტროლო მონიტორინგისას, რადიოლოგმა უცხო პათოლოგიური კერა შენიშნა. დაიგეგმა კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია. მორფოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ავთვისებიანი ტერატომა ისევ გააქტიურდა.

დღეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ახლა რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე. ორგანიზმიდან რეზექცირებული ორგანოების გამო, რესურსი თითქმის ამოწურულია. დაავადების არასტანდარტული მიმდინარეობის მიზეზით, ქართველ და ევროპელ ექიმებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გაგრძელდეს მკურნალობა, რადგან საქმე გვაქვს სიმსივნის იშვიათ ფორმასთან. მისი მართვის გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობს. ვინაიდან ქიმიოთერაპიის ის სქემა, რომელიც ანას ამ ეტაპზე ესაჭიროება, საკმაოდ რთული გადასატანია, საჭიროა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება. ეს კი საკმაოდ დიდ თანხას, 50 000 ევროს საჭიროებს.

ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდ ხანს, მონატრებული ,,პრინცესული" გრძელი თმით.

დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!

ს/ს "საქართველოს ბანკი"

ბანკისკოდი: BAGAGE22

ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500

მიმღები: კობაიძე ანა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge