აშშ-ის ავიაციამ ავღანეთში შეცდომით მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა
- მსოფლიო
- 28.09.2017
- 10:47
ამერიკის ავიაციამ ავღანეთში შეცდომით მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.
ინციდენტი მებრძოლების მხრიდან ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული იერიშის დროს მოხდა.
პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმების შედეგად არიან დაშავებულები.
„აშშ-ის ძალებმა, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებოდნენ, ავიადარტყმა განახორციელეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი რაკეტა არასწორი მიმართულებით წავიდა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200