ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა
- საზოგადოება
- 28.09.2017
- 11:55
ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთის სოფლებში - წყავროკასა და ლეღვაში მეწყერი ჩამოწვა.
მომხდარის გამო ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც.
მიწის მასამ პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსაც.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.