სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება - ჯეჯელავა
- საზოგადოება
- 29.09.2017
- 17:33
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება.
მისივე თქმით, ტენდერი უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, განათლების მინისტრის ინიციატივით, თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები.
ვაშლებს კვირაში ერთხელ მოსწავლეებს პედაგოგები და მანდატურები დაურიგებენ.