png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დღევანდელი დემარშით კარგად გამოჩნდა, როგორ ეწინააღმდეგებიან ხოშტარია-უდუმაშვილი თბილისელებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს - ტალიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 29.09.2017
  • 18:43
 დღევანდელი დემარშით კარგად გამოჩნდა, როგორ ეწინააღმდეგებიან ხოშტარია-უდუმაშვილი თბილისელებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს - ტალიაშვილი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში გავითარებულ მოვლენებს „ხოშტარია-უდუმაშვილის კარგად დადგმულ პიარს უწოდებს“ და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობისათვის ოპონენტებს მადლობას უხდის. 

,,მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელიც საკრებულოში განვითარდა. ეს იყო დადგმული, კარგად მომზადებული სცენარი, რომელსაც ჰქონდა ერთი პრაგმატული მიზანი - ხოშტარია-უდუმაშვილის პიარი. თუმცა, შედეგად მივიღეთ სრულიად სხვა, ძალიან დადებითი რამ. საკრებულოში ხოშტარია-უდუმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით მოხდა სწორედ ორი მნიშვნელოვანი სიახლის გაპიარება და ამ ღონისძიებების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ!
ერთი სიახლე არის ის, რომ პუშკინის გამზირთან, დედაქალაქის ცენტრში იგეგმება მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, რომელსაც თბილისის მოსახლეობა დიდი ხანია ელოდება. ამასთანავე, დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თაბორის მთაზე გამწვანდება არსებული 40 ჰექტარი მიწის ფართობი და მოეწყობა რეკრიაციულ-დასასვენებელი სივრცე. 4000 კვ. მეტრის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სადრენაჟო და საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობები, რომელიც უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას.

რა თქმა უნდა, ორივე პროექტი დედაქალაქში სატრანსპორტო ქაოსის მოწესრიგებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge