png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ეს ჩემი ქალაქია“ - შსს-ს იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი ახმეტაში

  • საზოგადოება
  • 01.10.2017
  • 14:15
 „ეს ჩემი ქალაქია“ - შსს-ს იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი ახმეტაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“.

იმიტირებული ქალაქის საგამოფენო სივრცეში შსს-ს საპატრულო, სასაზღვრო და დაცვის პოლიციამ, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურმადეპარტამენტებმა ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყვეს. იქვე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ: „112-ის კოსმოსურ ხომალდში“ მონაწილეობა მიეღოთ  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში; შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემეცნებით-გასართობ კუთხეში, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად,  სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაებარებინათ; შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ; სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაეთვალიერებინათ და  გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ.
სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.
ახმეტობის დღესასწაულზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად,  შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი იმყოფებოდა. დავით ვარდიაშვილი ახმეტის კულტურის სახლში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო, გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, მოწვეულ სტუმრებს, ახმეტობის დღესასწაული მიულოცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge