მარსელის თავდასხამში 30 წლის ალჟირელია ეჭვმიტანილი
- მსოფლიო
- 02.10.2017
- 12:04
მამაკაცი, რომელიც მარსელის ვაგზალზე დანით თავს ადამიანებს დაესხა, სავარაუდოდ 30 წლის ალჟირელი იყო. ამის შესახებ ტელეარხი France 3 იტყობინება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ტელეარხის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობის დადგენა თითების ანაბეჭდებით გახდა შესაძლებლი. ის ფრანგი პოლიცილებისთვის ცნობილი იყო, რადგან არაერთხელ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის.
დანით შეიარაღებული მამაკაცი სან-შარლის ვაგზალზე გამვლელებს თავს გუშინ დაესხა. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200