ლას-ვეგასში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
- მსოფლიო
- 02.10.2017
- 12:45
ამერიკაში ლას-ვეგასის კაზინოსთან მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაზუსტდა. ადგილობრივი შერიფის თქმით, მოკლულია სულ მცირე 20 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.
პოლიციის ცნობით, სროლა ლას-ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან მოხდა. პოლიციისვე ცნობით, მსროლელი ადგილობრივი მცხოვრებია. სამართალდამცველები მისი ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. ასევე ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი.
კაზინო Mandalay Bay-სთან სროლაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.
მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200