png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 02.10.2017
  • 17:26
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - პორტუგალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსული ანექსიის შედეგად აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი  ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე  ესწრებოდნენ, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით,  პორტუგალიას საპარლამენტო საქმიანობისა და მის პარლამენტს  სახელმწიფო შტოებს შორის გამართული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge