png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2017
  • 12:04
ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, არის დუმილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივაც მის მხარესაა.

„ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ. ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ არ არის საუბარი იმაზე, მე ვიზამ, თუ ის იზამს. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება, თუ მას მიზანშეწონილად და სწორად მიაჩნია ასეთი შეხვედრის ჩატარება და შედეგზე თუ იქნება ორიენტირებული ასეთი შეხვედრა, მას შეუძლია შემოგვთავაზოს. ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ მზადყოფნა შეხვედრის თაობაზე. შესაბამისად, თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, პასუხი, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან იქნება პოზიტიური. შეხვედრა შედგება, უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ასეთ შემოთავაზებას. შემოთავაზება რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკრეტული, ანუ, უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით საქართველოს პრეზიდენტს. თუ იქნება ამის სურვილი და მზადყოფნა, ჩვენი მხრიდან წინასწარ დაფიქსირებულია შესაბამისი პოზიცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge