ჩინური ფინჯანი Sotheby's-ის აუქციონზე 37,7 მლნ დოლარად გაიყიდა
- მსოფლიო
- 03.10.2017
- 15:19
ჩინური ფინჯანი, რომელიც სუნების დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება, ჰონკონგში Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 37,7 მლნ დოლარად გაიყიდა.
ფინჯანი ექსპერტებმა 10,2 მლნ დოლარად შეაფასეს. აუქციონი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ფინჯანი ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა.
Sotheby's-ში აღნიშნეს, რომ ფინჯანი თავიდან ფუნჯების გასარეცხად იყო განკუთვნილი, ის იშვიათი ჩინური ფაიფურისგან იმპერატორის კარის ხელოსნების მიერ არის დამზადებული.
სუნების დინასტია 960-1279 წლებში არსებობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200