როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალიდან საქართველოში
- საზოგადოება
- 04.10.2017
- 11:23
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა უკვე ხვალიდან ტემპერატურა 15°-20°-მდე მოიმატებს, დედაქალაქში ხვალ 17 °-ია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ხვალ ტემპერატურა 20-25°-მდე მოიმატებს.
მათივე ცნობით, 6 ოქტომბრიდან უკვე მოიმატებს ტემპერატურა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. 6 ოქტომბერს დასავლეთში ტემპერატურა 23°- 28°, აღმოსავლეთში კი 16°-21° იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთში 25°- 30°, აღმოსავლეთში კი 20°-25° სითბოა ნავარაუდევი. 8-შიც მაღალი ტემპერატურა იქნება, 31°-მდე შეიძლება იყოს დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში კი 227° მდე.