png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ დაამტკიცებს

  • პოლიტიკა
  • 05.10.2017
  • 18:12
 საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ დაამტკიცებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ, 6 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

პლენარულ სხდომას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას  ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა.

 „6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დაიდება დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც  მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები განვიხილეთ, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. ასევე, დავუდასტურეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება, უმრავლესობის მხრიდან ძალაშია და თუ არ მოხერხდება პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოჰყვა მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან. ასევე, ვენეციის კომისია დაგვეთანხმა იმაში, რომ ის პირობა, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინებას, არის შესრულებული, იმიტომ, რომ არცერთი ნორმა არ აქვს ამ დასკვნაში ვენეციის კომისიას უარყოფითად შეფასებული“,- განაცხადა  ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge