განგაში ცენტრალურ ამერიკაში - შტორმს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 06.10.2017
- 10:58
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ტროპიკულ შტორმს „ნეიტს“ 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ნიკარაგუასა და კოსტა-რიკაში 22 ადამიანი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ჰონდურასში.
ნიკარაგუაში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაში გამოაცხადა. დაიხურა სკოლები. კოსტა-რიკაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და დახურულია სასწავლო დაწესებულებები. 5 ათასი ადამიანი დროებით თავშესაფრებშია განთავსებული.
„ნეიტი“ საათში 64 კმ სიჩქარით მოძრაობს და ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ საათში 12 კმ სიჩქარით მიემართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200