სამხედროებმა კოკაინის მწარმოებლები მასობრივად დახვრიტეს
- მსოფლიო
- 06.10.2017
- 11:16
კოლუმბიაში სამხედროებმა კოკაინის მწარმოებლები მასობრივად დახვრიტეს. მოკლულია 9 და დაჭრილია 18 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა კოკის ნათესების დასაცავად გამოვიდა, რომლებსაც სამხედროები და პოლიციელები ანადგურებდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მოქალაქეებმა სამხედროებს თვითნაკეთი ბომბები ესროლეს. თუმცა გლეხთა ასოციაცია ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ სროლა სამხედროებმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს.
ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა კოლუმბიის რევოლუციური შეირაღებული ძალების ყოფილ ამბოხებულებს დააკისრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200