primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ახალი პროექტი დააფინანსა

  • პოლიტიკა
  • 06.10.2017
  • 15:24
 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ახალი პროექტი დააფინანსა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ბიბლიოთეკების განვითარებისა და ბიბლიოთეკარების როლის გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაფინანსდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს, ქალაქ თელავში ახალი, საპილოტე პროექტის მონაწილე ბიბლიოთეკარებს შეხვდა.

პროექტს „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს და მისი მიზანი სოციალური მიმართულებით სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადებაა, რათა სოფლად ბიბლიოთეკარი გახდეს არამხოლოდ ინფორმაციის გამცემი, არამედ შეეძლოს დაეხმაროს მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, დააკვალიანოს და კონსულტაცია გაუწიოს მათ სოციალური დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საბიბლიოთეკო ასოციაციას და ბიბლიოთეკების მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტაპიანი მხარდაჭერა ჰქონდა - ეს იყო სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდის განახლება, ინტერნეტიზაციის რამდენიმე ეტაპი, მაგრამ ახლა, დამატებით, სრულიად ახალი ფუნქცია შეიძინეს სოფლის ბიბლიოთეკებმა.

"ფაქტობრივად ახლა ბიბლიოთეკები გარკვეული მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებიან სოფლებში და ბიბლიოთეკარებმა შეიძინეს სრულიად ახალი ფუნქცია - რეალურად ასრულებენ მოსახლეობის დამხმარეების როლს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება სოფლის ბიბლიოთეკების და სოფლის ბიბლიოთეკარების მნიშვნელობა.

ისინი ქმნიან არაერთ პროექტებს საკუთარი სოფლებისთვის და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათი იდეების რეალიზებაში,” - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტში გათვალისწინებულია თემის მობილიზაციის ტრენინგის შედეგად გადამზადებული ბიბლიოთეკარების მიერ სათემო პროექტების მომზადება, მათგან 5 საუკეთესო პროექტის შერჩევა და განხორციელება, ასევე ტრენინგის ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, რათა მათ შემდგომში მხარი დაუჭირონ ახალ ინიციატივებს.

საპილოტე პროექტში ჩართულები არიან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული სხვა პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მონაწილე ბიბლიოთეკარები, რომლებიც მომზადებული არიან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამასთან თანამშრომლობით.

პროექტი 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

დღეს თელავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge