თუ აშშ-ში რუსი ჟურნალისტების შევიწროება გაგრძელდება, შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ - პესკოვი
- მსოფლიო
- 06.10.2017
- 18:00
თუ აშშ-ში რუსული მედიის წარმომადგენლების შევიწროება გაგრძელდება, არ არის გამორიცხული შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
,,რიგი რუსული მედიასაშუალებები უპრეცედენტო წნეხს განიცდიან, რაც ართულებს რიგ დასავლურ ქვეყანაში, კერძოდ აშშ-ში მათ მუშაობას. ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების, მედიის მუშაობის თავისუფლების პრინციპს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მედიასაშუალებების ამგვარი შევიწროება, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ RT და Sputnik-ზე, არ რჩება შეუმჩნეველი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი მედიასაშუალებების უფლებების შემდგომი დარღვევების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული გადავდგათ შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები“, - აღნიშნა პესკოვმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200