გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს
- საზოგადოება
- 06.10.2017
- 18:05
თბილისში, მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გლდანში, პოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.