Google Maps-ი ინტერნეტის გარეშეც იმუშავებს
- პოლიტიკა
- 12.11.2015
- 16:04
ამიერიდან დაკარგულ ტურისტს Google Maps-ის საშუალებით, გზის გასაგნებად ან სასურველი ადგილის მოსაძებნად WiFi აღარ დასჭირდება. კომპანია Google-ის ბლოგზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკვე გაეშვა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც რუკა ოფლაინ-რეჟიმშიც იმუშავებს.
ამისათვის კი მომხმარებელმა საკუთარ სმარტფონში კონკრეტული ქალაქის რუკა უნდა ჩატვირთოს. სწორედ ამ აპლიკაციით იქნება შესაძლებელი სასურველი ადგილის თუ ობიექტის პოვნა. თუმცა ოფლაინ-რეჟიმში Google Maps-ით შედარებით მწირი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებლის მინიმალურ მოთხოვნას ეს ინფორმაცია აკმაყოფილებს.
ამ დროისათვის პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისათვუს. რაც შეეხება iOS სისტემის მფლობელებს, მასზე ხელმისაწვდომობა მოგვიანებით შეეძლებათ.