png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბაგა-ბაღის თანამშრომლები პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებენ მაშინ, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 07.10.2017
  • 12:55
ბაგა-ბაღის თანამშრომლები პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებენ მაშინ, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება - წულუკიანი

ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ბაღის დირექტორები მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩეველთა მობილიზებაში არიან ჩართულნი.

უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოში მშვიდი საარჩევნო კამპანიაა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც მოწმობს.

„ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც. ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge