png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.10.2017
  • 10:03
გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს შს მინისტრმა იაპონიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
გიორგი მღებრიშვილმა ტადაჰარუ უეჰარას სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს პოლიციის  ატაშე, ჰიროუკი ტანი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიურ ცენტრსაც ეწვივნენ. სტუმრებმა ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გაეცნენ, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.
იაპონიის ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა სახის ამოცნობის სამეთვალყურეო სისტემის მიმართ, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში, ცნობილ იაპონურ ტრანსნაციონალურ კომპანია NEC Corporation-თან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა. აღნიშნული სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace  Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იაპონელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge