„ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ფაქტობრივად განადგურებულია - რუსეთში ერაყის ელჩი
- მსოფლიო
- 10.10.2017
- 14:24
„ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ფაქტობრივად განადგურებულია. ამის შესახებ რუსეთში ერაყის ელჩმა ჰაიდარ მანსურ ჰადიმ განაცხადა.
„დიახ, ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ ერაყის 5 პროცენტს აკონტროლებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების ბოლო ეტაპია“, -განაცხადა ჰადიმ. მისი თქმით, ტერორისტების ჯგუფები ჯერ კიდევ არიან ზოგიერთ ადგილებში, მაგრამ ისინი ფაქტობრივად განადგურებულები არიან.
„ნამდვილად მოვიპოვეთ გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ ამ ბრძოლაში ყველა ერაყელი მონაწილეობდა“,- აღნიშნა ელჩმა.
2014 წელს „ისლამური სახელმწიფო“ ერაყის ტერიტორიის 40 პროცენტს აკონტროლებდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200