300-მდე მოსწავლე გაზით მოიწამლა
- მსოფლიო
- 10.10.2017
- 16:09
ჩრდილოეთ ინდოეთში სკოლის 300-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნო, რაც ახლოს მდებარე შაქრის მწარმოებელი საწარმოდან მომწამვლელი გაზი შეისუნთქეს.
ინციდენტი ქალაქ შამლის სკოლაში მოხდა. დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოსწავლეებს ღებინების შეგრძნება, ასევე ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა და თვალების წვა აღენიშნებოდათ.
ამის გარდა, 35-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, ქარხანაში ქიმიკატის გაჟონვა მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200