ნოდარ ხადური: მთავრობა ინფრასტრუქტურულ ზარალს სრულად აანაზღაურებს
- ეკონომიკა
- 12.11.2015
- 17:50
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მას სტიქიასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც ჟურნალისტებს ხადურმა განუცხადა, სამწუხაროდ ბევრ რეგიონში პრობლემებია.
„ზარალის დათვლა მოხდება და საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“, - განაცხადა ხადურმა.
საქართველოს რეგიონებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. დატბორილია რიგი ქალაქები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200