ერაყში ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 12.10.2017
- 10:12
ერაყის ანბარის პროვინციაში აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ჰითის კაფეში აიფეთქა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დაიღუპა 11 და დაშავდა 15 ადამიანი.
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა. მებრძოლები გამუდმებით აწყობენ თავდასხმებსა და ტერაქტებს, რა დროსაც ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200