png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

  • პოლიტიკა
  • 12.10.2017
  • 13:41
გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

,,განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge