primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს - აკაკი ზოიძე

  • ეკონომიკა
  • 12.10.2017
  • 14:43
დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს - აკაკი ზოიძე

„დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს“ - ასეთია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.

მართალია, მთავრობას „საპენსიო რეფორმის“ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ კანონპროექტი შეეხება როგორც, „დაგროვებით პენსიას“, ისე პენსიის ზრდის მექანიზმს. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, „დაგროვებითი პენსია“, ქვეყანაში შექმნის ღირსეულ საპენსიო სისტემას. „დაგროვებითი პენსიის“ პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადოს „ყულაბაში,“ რომელსაც სახელმწიფოსა და დამქირავებლის დანამატიც დაემატება.

„მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე არ შემოსულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე  ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი ისე სახელმწიფო. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი:  ერთ მესამედს „გადადებს“ ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს  თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე.  მნიშვნელოვანია,  რომ  პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს 2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა”, - აცხადებს ზოიძე.

პროქტის მიხედვით „დაგროვებით პენსიაზე“ გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.

„თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია გადადებთ თუ არა საპენსიო დანაზოგს, მაგრამ სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებულია, თუ თქვენ გაიღებთ ამ თანხას, მათაც გადაიხადონ და პირობითად, 2-2 პროცენტი დაგიმატონ“ - აცხადებს აკაკი ზოიძე. მისივე შეფასებით, ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის“ სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.  

საპენსიო რეფორმა არა მარტო მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება, არამედ ასევე გაითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერებისათვის პენსიის ინდექსირების, ანუ პენსიის მატების მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს როგორ მოიმატებს პენსია ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. ანუ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პენსიების მატების ნაცვლად, მკაფიოდ და პროგნოზირებადად განსაზღვრება, როდის და რამდენით მოხდება პენსიის მატება ყოველწლიურად შესაბამისი ეკონომიკური ზრდის, და/ან ფასების მატების პირობებში.  

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge