ხვალ, მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი'' გაიხსნება
- საზოგადოება
- 16.10.2017
- 00:07
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და თბილისის მერიის პირველ პირებთან ერთად, ახალ მეტორსადგურ ,,უნივერსიტეტს" გახსნის.
,,უნივერსიტეტი" თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია.
სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა.
ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.