31 წლის სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა
- მსოფლიო
- 16.10.2017
- 00:20
წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 31 წლის სებასტიან კურცის „სახალხო პარტია“ ლიდერობს.
პარტიას ამომრჩეველთა 31.40 %-მა დაუჭირა მხარი, რაც 183 მანდატიან ეროვნულ საბჭოში 62 ადგილს შეესაბამება.
ევროპის ლიდერები კურცს არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ.
არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 68% დაფიქსირდა, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200