სააკაშვილი მის მკვლელობას არ გამორიცხავს
- პოლიტიკა
- 16.10.2017
- 10:13
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლება მის ჩამოშორებას შეეცდება. მან ამის შესახებ ხარკოვში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
„ზუსტად ვიცი, რომ ისინი ჩემს თავიდან მოშორებას შეეცდებიან. მათ შეუძლიათ ჩემი დეპორტაცია და მოკვლაც კი, ეს არ არის პრობელმა! მე ამის არ მეშინია“. - განაცხადა სააკაშვილმა. მან მომხრეებს 17 ოქტომბერს უმაღლესი რადას წინ აქციაზე მისვლისკენ და ანტიკორუფციული რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამის გარდა მან პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კლეპტოკრატიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას თავისი ბიზნესის გამო უკრაინისთვის არ სცალია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200