აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება
- საზოგადოება
- 16.10.2017
- 11:25
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათიდან გაიმართება.
ხვალვე, 15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.