ქუთაისში მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად სარდაფები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა
- საზოგადოება
- 16.10.2017
- 12:00
ქუთაისში უამინდობამ პრობლემები შექმნა - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა, მოვარდნილმა წყალმა დატბორა ბუხაიძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია.
წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში და სავაჭრო ობიექტებში.
ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია.