2 დაღუპული, რამდენიმე დაშავებული - ავარია გომბორზე
- საზოგადოება
- 16.10.2017
- 15:16
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 26-ე კილომეტრზე ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შედეგ.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე5- ნაწილით მიმდინარეობს.
დაშავებულები გადაყვანილი არიან ინგოროყვას კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.