png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს

  • პოლიტიკა
  • 16.10.2017
  • 15:49
 საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა.

შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ​ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ვრცელი საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს პროცესში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო- იტალიის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლის მნიშვნელობა და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის არსებული ისტორიული და საუკუნოვანი კავშირების გააქტიურებასა და განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, სადაც ძალიან მზარდი დინამიკა შეინიშნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge