png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

,,MISS WORLD 2017”-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ქეთი შეყელაშვილი წარადგენს

  • კულტურა
  • 16.10.2017
  • 17:50
,,MISS WORLD 2017”-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ქეთი შეყელაშვილი წარადგენს

საქართველოში „მის მსოფლიოს“ ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელის კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ინფორმაციით, წელს სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ,,MISS WORLD 2017”-ის გრანდიოზული ფინალური შოუ 18 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ტელეკომპანია „ტვ პირველი“ უზრუნველყოფს.

წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს „იმიჯ ცენტრის“ მოდელი, “ვიცე მის საქართველო 2016”,  23 წლის ქეთი შეყელაშვილი.

“მის მსოფლიო 2017”-ის ფინალზე 100-ე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იწონებს თავს და მათი შეფასება და ხმის მიცემა შესაძლებელია მის მსოფლიოს ოფიციალურ ვებ გვერდზე და სოციალური ქსელების მეშვეობით:

http://www.missworld.com

ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლის ჩაცმულობაზე ზრუნავს მოდის სახლი "მარიონელა", რომელიც სპეციალურად მსოფლიო ფინალისთვის ამზადებს საღამოს კაბას  და ნაციონალურ სამოსს. კომპანია "მარიონელას" მიერ შექმნილ საღამოს კაბას შეფასებს სპეციალური ჟიური ნომინაციაში “ საუკეთესო დიზაინის კაბა” ( Best Design Award ).

საერთაშორისო კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტებს აგრეთვე ელით სხვადასხვა წინაშესარჩევღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან საპატიო ტოპ 20-ში:

Miss World Talent- მის ტალანტი

Miss World Fashion – Top Model-მის ტოპ მოდელი

Miss World Multi-Media Award-ხალხის რჩეული  (სოციალური ქსელების მეშვეობით ვლინდება)

Miss World Top Fitness / Sports-მის ფიტნესი/სპორტი

Miss World Beauty with a Purpose-მის ქველმოქმედება

მის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საქველმოქმედო პროექტი “სილამაზე სიკეთისათვის”. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები ახორციელებენ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებს, რის შედეგადაც ვლინდება “მის ქველმოქმედება”. კონკურსის დროს სპეციალური  ჟიურის მიერ ფასდება  ჩატარებული საქველმოქმედო პროექტები და ფინალურ ღონისძიებაზე სახელდება გამარჯვებული ამ ნომინაციაში.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის კონკურსი “მის საქართველო”  კომპანია  “იმიჯ-ცენტრი”-ს  ორგანიზებით  ყოველწლიურად წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მის საქართველო 2017-ის  ფინალური შოუ წელს ნოემბრის ბოლოს, ბათუმში გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge