რუსთავში სარეკლამო ბანერი მანქანას დაეცა
- საზოგადოება
- 17.10.2017
- 13:36
ძლიერი ქარის შედეგად, რუსთავში, რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა, რომელზეც სარეკლამო ბანერი იყო განთავსებული.
შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა.
ბანერი იქვე მდგარ „ნისანის“ მარკის ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.
ფოტო: 1tv.ge