png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციას რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 17.10.2017
  • 16:47
 პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციას რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება - კობახიძე

„წინასწარი  გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება. თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კომისია უკვე შექმნილია და მუშაობა მიმდინარეობს.

„წინასწარი გეგმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც როგორც ქუთაისის, ასევე, თბილისის შენობაზე უნდა დაიხარჯოს. პარლამენტის ქუთაისის სასახლე დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, იქიდან გამომდინარე,  რომ რეაბილიტაციას საჭიროებს პირველ რიგში, გადახურვა, მათ შორის, შუშის კონსტრუქცია, საიდანაც წყალიც კი ჟონავს წვიმის შემთხვევაში. ამ კუთხით არის საკმაოდ მძიმე ვითარება. გარდა ამისა, საჭიროა მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაა ქუთაისში შენობის გარშემო და ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პარკის მოწყობა შენობის მიმდებარედ, რომელიც მოემსახურება არა მარტო პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, არამედ, მთლიანად, ქუთაისის მოსახლეობას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონკრეტული სამუშაო სივრცეების შექმნის მიზნით, პარლამენტის თბილისის სასახლეში ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იგეგმება.

„ასევე, თბილისში იგეგმება ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ იქ კონკრეტული სამუშაო სივრცეები შეიქმნას, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.

წინასწარი  გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, 4.5 მლნ ლარი დასჭირდება, თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. ეს არის ყველა პროექტის ერთობლიობა. დანარჩენზე აპარატი მუშაობს, შესაბამისი კომისიაა შექმნილი და ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერებთან დაკავშირებით. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge